ჩვენს შესახებ
komunna
სამშენებლო კომპანია “კომუნა” საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს და მომხმარებლებს სთავაზობს მათ ინტერესებსა და მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებულ მიმდინარე და დასრულებულ კომპლექსებს. ჩვენი პრიორიტეტებია მაღალი ხარისხი, გონივრული ვადები და თითოეული კლიენტისადმი ინდივიდუალური მიდგომა.
2024 წელს კომუნამ რებრენდინგის ახალი ეტაპი გაიარა და არსებული პროექტები ერთი ბრენდის ქვეშ გააერთიანა, რაც ჩვენს კომპანიას კიდევ უფრო ძლიერ და სანდო პარტნიორს ხდის.
ჩვენი მიზანია, გავაგრძელოთ ბაზარზე ინოვაციური მიდგომების დანერგვა და შევქმნათ საცხოვრებელი გარემო, რომელიც პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს. ჩვენთვის თითოეული პროექტი არის შესაძლებლობა, შევქმნათ მეტი, ვიდრე უბრალოდ საცხოვრებელი სივრცე.
ჩვენ ვაშენებთ მომავალს, სადაც კომფორტი და ხარისხი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს, ხოლო თქვენი სურვილი და მოლოდინი ჩვენი წარმატებული საქმიანობის შედეგია.
ჩვენ ვაშენებთ მომავალს!