ბათუმის შესახებ

ბათუმი შავი ზღვის რეგიონის ერთ-ერთი ულამაზესი ტურისტული ქალაქია. გამოირჩევა ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული არქიტექტურის მქონე შენობების სიმრავლით. ბათუმი იდეალური გარემოა საცხოვრებლად, დასასვენებლად და საინვესტიციოდ.

2024 წელს პრესტიჟულმა სამოგზაურო პლატფორმა 𝐄𝐮𝐫𝐨𝐩𝐞𝐚𝐧 𝐁𝐞𝐬𝐭 𝐃𝐞𝐬𝐭𝐢𝐧𝐚𝐭𝐢𝐨𝐧𝐬 – მა ბათუმი ინვესტირებისთვის ევროპის 5 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა.

მუდმივად მზარდი ეკონომიკის პირობებში, ქალაქი უძრავი ქონების, მასპინძლობის, ტურისტული ინფრასტრუქტურის სფეროში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.